საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ, პროექტი "თსუ დესპანი - 2020" იწყება

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!  პროექტი "თსუ დესპანი - 2020" იწყება.
თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
პროექტი 8 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის ისტორიაში პირველად საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად მის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი. პროქტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
"თსუ დესპანი - 2020"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომლის ჩატარების თარიღს საინფორმაციო შეხვედრაზე გაგაცნობთ. ამასთან ერთად, პროექტის მერვე ნაკადის მონაწილეებისთვის იგეგმება არაერთი აქტივობა, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. 
დესპანების საერთო შეკრება(საინფორმაციო შეხვედრა) გაიმართება 20 იანვარს !
რეგისტრირებული დესპანები 22 იანვრიდან 30 იანვრამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში (სკოლაში წარსადგენი პრეზენტაცია). 
დესპანებს, რომლებიც პროექტით განსაზღვრულ ვადებში ჩაატარებენ სკოლებში პრეზენტაციას, შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები შემდეგ თემებზე:
ეფექტიანი კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები;
გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა;
სასერტიფიკატო კურსი კარიერის დაგეგმვა
აქტიური დესპანები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში (განათლების ფორუმი, დასაქმების ფორუმი, ინოვაციების ფესტივალი და სხვ.). 
პროექტში მონაწილეობის მსურველები 10 დეკემბრიდან - 17 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდით.



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎     597-22-26-16  | 2 25 04 84 (1462)

 junior.tsu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy | tsuenvoy@tsu.ge

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კოპრუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა)

თარიღი: 11/12/2019